ადამიანი - უმაღლესი წოდება!!!

გახსოვდეთ, ,,ადამიანი'' - ეს უმაღლესი წოდებაა!!!

среда, 2 апреля 2014 г.

ტიციანი 2014

დღეს ტიციანის დაბადების დღეა!
ჩვენი სკოლა, ტრადიციულად, ლექსებითა და სიმღერებით, წითელი მიხაკებით აღნიშნავს ხოლმე ამ დღეს ძვირფას სტუმრებთან - ტიციან ტაბიძის შვილიშვილებთან ერთად. მაგრამ დღევანდელი საღამო განსაკუთრებული იყო - ჩვენ ,,კათარზისს'' ვეწვიერთ და მოხუცებთან ერთად აღვნიშნეთ პოეტის დაბადების დღე.... საოცრად თბილ გარემოში აღმოვჩნდით.... 
ამაღელვებელი და მოულოდნელი იყო ის, რომ ,,კათარზისის'' ბენეფიციალებიც შემოუერთდნენ ჩვენს დღესასწაულს, იმღერეს, იცეკვეს კიდეც და, რა თქმა უნდა, ტიციანის ლექსიც წაგვიკითხეს....
ბიბლიოთეკის გამგემ ბავშვებს დაათვალიერებინა იქაურობა და სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა....
დაგვპირდნენ, რომ სკოლაში გვეწვევიან :)
მართლაც დაუვიწყარი დღე იყო...





































































































































Комментариев нет:

Отправить комментарий