ადამიანი - უმაღლესი წოდება!!!

გახსოვდეთ, ,,ადამიანი'' - ეს უმაღლესი წოდებაა!!!

შედეგები

მოსწავლეებმა გაიზრეს სიკეთის არსი, მისი კეთების თავისებურებანი და აუცილებლობა... გამოიტანეს დასკვნა, რომ სიკეთის კეთება ადამიანის უმთავრესი დანიშნულებაა!!!
მოსწავლეებს გამოუმუშავდათ უცხო ტექტზე (მათ შორის მედიატექსტზეც - კლიპი, მულტფილმი) მუშაობის უნარ-ჩვევები. მხარტვრული ტექსტის ანალიზის უნარ-ჩვევები...
მათ შეძლეს ეპიზოდისა თუ ნაწარმოების მსჯელობა, საკუთარი მოსაზრების გამოხატვა, საკუთარი ვარაუდების გამოთქმა, გმირის ქმედების შეფასება, ტექსტი საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირება, სხვადასხვა ტექსტების შედარება, პარალელების გავლება (ეს ყვოველიველ ნიშნავს მეტაკოგნიტური, სააზროვნო უმარების გამომუშავებას!) 
მოსწავლეებმა გაითავისეს მათ ირგვლივ არსებული პრობლემები და გამოუმუშავდათ ეპათია...

შთაბეჭდილებების წერილობით გადმოცემითა თუ სხვადასხვა თხზულებების ინტენსიური წერით მოსწავლეებს გამოუმუშავდათ მხარტვრული თუ არამხამხატვრული ტექსტის წერის კულტურა...
შეძლეს ტექსტებში ამოკითხულის დაკავშირება ცხოვრებასთან, პრობლემებიდან გამოსავლის ძიება და მიგნება, ცოდნის ცხოვრებაში გამოყენება; მაგალითის აღება ტექსტიდან, გადატანა ცხოვრებაში და სხვითვისაც მაგალითის მიცემა...უმნიშვნელოვანესია აგრეთვე კვლევის ჩატარებისა და შედეგების გაანალიზების უნარ-ჩვევები. საინტერესოა, ის ფაქტი, რომ მოსწავლეები ძალიან სერიოზულად მიუდგნენ ამ საკითს. მაგალითად, ქუჩაში გამოკითხვის ჩაატარებისას, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, აღმოჩნდა, რომ ისინი უბრალოდ კი არ აღრიცხავდნენ პასუხებს, არამედ ადამინების გამომეტყველებასც კი აკვირდებოდნენ...ეს მეტად მნიშვნელოვანი, მით უმეტეს ასე პატარა ასაკის ბავშვისათვის - ანუ ისინი ცდილობნენ ვერბალური კომუნიკაციის მიღმა დაენახათ სათქმელი, ამოეკითხათ ადამიანთა სახეებზე....
მოსწავლეები აწარმოებდნენ დღიურებს- რაც თვითშეფასების საუკეთესო საშუალებაა და მეც დამეხმარა, უფრო კარგად დამენახა, ვინ როგორ იყო ჩართული პროექტში...
მოსწავლეებს გამოუმუშავდათ 21-ე საუკუნის უნარები: ურთიერთთანამშრომლობა, თამანამშრომლობა პედაგოგებთან (დამრიგებელი აქტირუდა იყო ჩართული), მშობლებთან და რა საკვირველია, უცხო ადამიანებთან... მათ გამოუმუშავდათ ისტ-ტექნოლოგიების გამოყენების უნარები (ფოტოების გადაღება ვიდეოები გადაღება, ფლაერის შექმენა, ვიდეორგოლის შექმნა და სხვა).პროექტზე მუშაობამ ისინი კიდევ უფრო დააკავშირა ერთმანეთთან, დაამეგობრა... გაიწვია მშობლების დიდი ჩართულობა... ბავშვებმა დაიწყეს ფიქრი მართ ირგვლივ მყოფ შეჭირვებულ ადამიანებზე, გულთან მიიტანეს უამრავი ადამინის პრობლემა, სცადეს მცირედით მაინც დახმარებოდნენ, მოხუცებს, ბავშვებს, არა მარტო ნივთიერი სახით, არამედ, პირველ რიგში - მორალურად...ეს ყოველივე ადამიანობის წინაპირობაა! წინაპირობაა იმისა, რომ მათში არსებული სიკეთის მარცვლები კიდევ უფრო გაღვივდება და ისინი გულისხმიერი, კეთილი, სათნო ადამიანები იქნებიან!!!

Комментариев нет:

Отправить комментарий