ადამიანი - უმაღლესი წოდება!!!

გახსოვდეთ, ,,ადამიანი'' - ეს უმაღლესი წოდებაა!!!

четверг, 20 марта 2014 г.

,,სიკეთე გადამდებია'' (გაკვეთილების ციკლი)

ფოტომასალა გაკვეთილების ციკლიდან - ,,სიკეთე გადამდებია''
მე-6 (გაკვეთილების ნაწილს უერთდება მე-7 კლ.)
გაკვეთილი I:მოსწავლეები უყურებენ კლიპს და მსჯელობენ მის მთავარ სათქმელზე, რეჟისორის ჩანაფიქრზე.... გამოხატავენ შთაბეჭდილებებს და მსჯელობენ ამ საკითხე, მოჰყავთ მაგალითები, უკავშირებენ ნანახს რეალურ ცხოვრებას, საკუთარ გამოცდილებას.
გაკვეთილი II: მოსწავლეები უყურებენ მულტფილმს ,,ყურშა გაყოყოჩდა'' და უკავშირებენ მას ნანახ ვიდეორგოლს;

შემდეგი გაკვეთილები ემსახურება სიკეთის არსის ბოლომდე წვდომას,  ,,გახსნას'', ემპათიის გაჩენას...
მოსწავლეები კითხულობენ ნაწყვეტებს მხატვრული ნაწარმოებებიდან და მსჯელობენ სიკეთის არსსა თუ სპეციფიკაზე; სიკეთის კეთების აუცილებლობასა თუ თავისებურებაზე..... მოსაზრებებს გამოხატავენ ზეპირად და წერილობით, ზოგჯერ კლასში, ზოგჯერ სახლში, წერენ თხზულებებს...
გაკვეთილი III - ნოდარ დუმბაძის ,,მარადისობის კანონიდან''
გავეთილი IV-    ვკითხულობთ ნაწყვეტს (ჭაბუა ამირეჯიბის ,,დათა თუთაშხია’’ - მორდეხის ეპიზოდი) მოსწავლეები მსჯელობენ, აანალიზებენ წაკითხულს..
გავეთილი V-  ვკითხულობთ ნაწყვეტს ,,ოთარაანთ ქვრივიდან’’ (ხუთი ქისა (შემოკლებით) და პილპილმოყრილი მადლი (შემოკლებით). ვსაუბრობთ სიკეთის არსსა და   დავალება: ,,როგორ უნდა ვაკეთოთ სიკეთე?’’ ,,რა ითვლება ნამდვილ სიკეთედ?’’
გავეთილი  VI - ვკითხულობთ ნიკო ლორთქიფანიძის ,,ბრმა თერძს’’ (,,საშობაო მინიატურები’’) და ვმსჯელობთ პრობლემასა და თემატიკაზე;
გავეთილი  VII - ვკითხულობთ და ვაანალიზებთ შოთა ნიშნიანიძის ლექსს - ,,ო, გულოჩემო’’... ვიხსენებთ ნოდარ დუმბაძის ,,გულს’’.
გავეთილი  VIII - ვკითხულობთ პოლიკარპე კაკაბაძის ,,ალმასს'' და ვმსჯელობთ ნაწარმოების მათავარ სათქმელზე, დასმულ პრობლემასა და გადაჭრის გზებზე... მოსწავლეები გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს, ცდილობენ წარმოიდგინონ თავი გმირის მაგივრად და თავად მიიღონ გადაწყვეტილება. ამით ისინი ახდენენ ნოველაში წვდომასაც და მთავარი პრობლემის რეალობას დაკავშირებასაც.
გავეთილი  IX - ვკითხულობთ ნიკო ლორთქიფანიძის ნოველას ,,დადიანის ასული და მათხოვარი’’. ამით ვაჯამებთ დაწყებულ მსჯელობას ადამიანზე, ვაკეთებთ დასკვნებს, თუ რაში გამოიხატება ადამიანობა, რა არის ადამიანის ფუნქცია და  ა.შ.

მოსწავლეები გამოხატაენ მოსაზრებეს ზეპირად და წერილობით; მსჯელობენ, მართავენ დისკუსიას, ცდილობენ საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებას პირადი გამოცდილებიდან, ცხოვრებისეული მაგალითებითა თუ სხვა....














































Комментариев нет:

Отправить комментарий