ადამიანი - უმაღლესი წოდება!!!

გახსოვდეთ, ,,ადამიანი'' - ეს უმაღლესი წოდებაა!!!

вторник, 18 марта 2014 г.

პროექტი ,,თანადგომა’’
(პროექტს განახორციელებს VI-1 კლასი. 
პროექტის თანამონაწილეები არიან: VI-2, VII და სხვა კლასები.... ინფორმირებული და ჩართულია სკოლის დირექიცია, მშობლები და სკოლია მოსწავლეთა თვითმმართველობა)


აქტივობები:

გამოწვევა: ასოციაციური რუკა -  ,,ადამიანობა’’.
მცირე დისკუსია: რას ნიშნავს იყო ადამიანი? რა არის ადამიანობა?
საშინაო დავალება: ,,ადამიანობა’’

თქვენი აზრით, ვის სჭირდება თანადგომა ყველაზე მეტად? თქვენი აზრით, ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია?
ვგეგმავთ პროექტს - ,,თანადგომა’’.
ვგეგმავთ საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხუცთა თავშესაფარში, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში ან სხვაგან (მოსწავლეთა სურვილის მიხედვით)....

 მოსწავლეები ავრცელებენ ინფორმაციას სკოლაში ამ პროექტის შესახებ...
 მოსწავლეები თხზავენ იქ წარმოსათმელი ტექსტის მონახაზს...

წერენ წერილებს ჯერ კიდევ უცნობი მეგობრებისათვის ბარათებს....
ინიშნება დღე, როდესაც მსურველები მოხუცთათვის ან ბავშვთა სახლისათვის შემოწირულობას მოიტანენ...

მოსწავლეები ატარებენ გამოკითხვას: რომელი უფრო აუცილებელია ადამიანისათვის, ფინანსური დახმარება თუ მორალური?
შედეგბს აჯამებენ და ქმნიან სტატისტიკრი ინფორმაციის შეცველ სლაიდშოუს...

ვუყურებთ ვიდეოს: ,,სიკეთე გადამდებია’’. მოსწავლეები გამოხატავენ შთაბეჭდილებებს და მსჯელობენ ამ საკითხე, მოჰყავთ მაგალითები, უკავშირებენ ნანახს რეალურ ცხოვრებას, საკუთარ გამოცდილებას.

ვკითხულობთ ნაწყვეტს ნოდარ დუმბაძის ,,მარადისობის კანონიდან’’... გადმოვცემთ შთაბეჭდილებებს.

 ვკითხულობთ ნაწყვეტს (ჭაბუა ამირეჯიბის ,,დათა თუთაშხია’’)
მოსწავლეები მსჯელობენ, აანალიზებენ წაკითხულს....

 სახლში უყურებენ მულტფილმს: ,,ყურშა გაყოყოჩდა’’ და მსჯელობენ იქ მოცემულ პრობლემაზე.

სკოლაში ვკითხულობთ ნაწყვეტს ,,ოთარაანთ ქვრივიდან’’ (ხუთი ქისა (შემოკლებით) და პილპილმოყრილი მადლი (შემოკლებით).
  დავალება: ,,როგორ უნდა ვაკეთოთ სიკეთე?’’ ,,რა ითვლება ნამდვილ სიკეთედ?’’

ვკითხულობთ ნიკო ლორთქიფანიძის ,,ბრმა თერძი’’ (,,საშობაო მინიატურები’’) და ვმსჯელობთ პრობლემასა და თემატიკაზე;

ვკითხულობთ და ვაანალიზებთ შოთა ნიშნიანიძის ლექსს - ,,ო, გულოჩემო’’... ვიხსენებთ ნოდარ დუმბაძის ,,გულს’’.

 ვკითხულობთ ნიკო ლორთქიფანიძის ნოველას ,,დადიანის ასული და მათხოვარი’’. ამით ვაჯამებთ დაწყებულ მსჯელობას ადამიანზე, ვაკეთებთ დასკვნებს, თუ რაში გამოიხატება ადამიანობა, რა არის ადამინიას ფუნქცია და  ა.შ.


ვქმნით ბუკლეტს ან ,,ფლაერებს’’ - ,,სიკეთე გადამდებია’’ (,,ვიფიქროთ ერთმანეთზე, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, გული გავუთბოთ ერთმანეთს!!! სიკეთე გადამდებია!!!), რომლსაც მოსწავლეები გაავრცელებენ.......  როგორ გავაკეთოთ სიკეთე? როგორ გამოვხატოთ თანადგომა? როგორ ვაგრძნობინოთ ჩვენი თანადგომა მათ, ვისაც ეს ძალიან სჭირდება?

ლაზარე ოსმანოვმა კლასელებს შესთავაზა ამ პროექტის ფარგლებში ჩართულიყვნენ საქველმოქმედო კონერტ-აქციაში, რომელიც ეძღვნება 19 წლის გოგონას, მისი სიცოცხლის შენარუნებას... მსოწავლეებმა გამოთქვეს იდეები, თუ რა ფორმით ჩაერთვებიან....

აბო ხაჩატუოვმა გადაწყვიტა საქველმოქმედო მიზნებისათვის გაყიდოს თავისი ნამუშევრები და აღებული თანხით საჩუქარი გაუკეთოს იმ ადამიანებს, რომლებთანაც გადავწყვეთ წასვლას პროექტის ბოლოს.

მოსწავლეები ქმნიან გვერდს facebook-ზე და იქ განათავსებენ საინტერესო (ამ თემისათვის შესაფერის) სურათებსა თუ სხვა მასალებს (ასევე ჩვენი მუშაობის ამსახველ ფოტოებს და სხვა.)


ფინალისათვის მოსწავლეები შექმნიან მცირე ვიდეორგოლს ,,თანადგომა’’.

 და ბოლოს, ჩავატარებთ საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხუცთა თავშესაფარში...

  • P.S. მოსწავლეები აწარმოებენ ,,დღიურს’’, რომლელში წერენ პროექტის მსვლელობისას მიღებულ შთაბეჭდილებებს, ინიშნავენ დავალებებს, იქვე წერენ თხზულებებს... ეს მათ ეხმარება თვითშეფასებაში, ხოლო მასწავლებელს ხელს უწყობს, უკეთ დაინახოს შედეგები და ხარვეზები, ასევე თითოული მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაო.




Комментариев нет:

Отправить комментарий