ადამიანი - უმაღლესი წოდება!!!

გახსოვდეთ, ,,ადამიანი'' - ეს უმაღლესი წოდებაა!!!

пятница, 21 марта 2014 г.

დღეს ჩვენი სკოლის ბავშვებმა საგაზაფხულო ღონისძიება გამართეს თემქის მოხუცთა პანსიონში.
,,მასპინძლებმა'' ემოციები ცრემლებით გამოხატეს, უფრო მეტიც, ბატონმა ვიქტორ სოლოშვილმა ლექსიც კი მიუძღვნეს ჩვენს ბავშვებს.


მოსწავლეებმა მოხუცებს ყვავილები, სურვილების ბარათები და პროდუქტები მიართვეს... ბარათების დამზადებაში მთელი სკოლა, განსაკუთრებით კი დაწყებით კლასების ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულნი... ღონისძიების მონაწილეებმა მწოლიარე მოხუცებიც ინახულეს... ერთ-ერთმა მოსწავლემ, (აბო ხაჩატუროვმა) თავისი ნახატები მიართვა მოხუცებს და გარდა ამისა, ღონისძიების მსვლელობისას შეეცადა, მათი პორტრეტები დაეხატა და ეს ნახატებიც მათ უსახსოვრა.

დიდი მადლობა ყველა მონაწილეს!!! არაჩვეულებრივები იყავით!!!! სულ წარმეტებები გქონოდეთ ცხოვრების გზაზე!!!! დიდი მადლობა მშობლებს თანადგომისთვის! დიდი მადლობა ჩემს კოლეგებსა და დირექციას!!! განსაკუთრებული მადლობა მუსიკის პედაგოგს, ქალბატონ თამარ ხატიაშვილსა და მე-6 კლასის დამრიგებელს, ქალბატონ ლამარა გუგუნავას!

თქვენ ამ ადამიანებს კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქეთ!
ღმერთმა დაგლოცოთ!!!!
სიკეთე, სიყვარული, სიხარული იყოს თქვენი თანამდევი ცხოვრების გრძელ და საინტერესო გზაზე!!!


ჩემო ჭკვიანო, ნიჭიერო, კეთილო, გულისხმიერო ბავშვებო!!!!
სიკეთე და სიყვარული გეთესოთ მთელი ცხოვრების მანძილზე!!! სადაც წახვალთ სიხარული და ბედნიერება მიგეტანოთ და - მხოლოდ სიხარულის ცრემლები!!!!!










ეს ლექსი მოხუცთა პანსიონში მცხოვრებმა ერთ ერთმა არაჩვეულებრივმა ბაბუამ მიუძღვნა ჩვენს ბავშვებს!!!!!!!!!!!!!
























































































Комментариев нет:

Отправить комментарий